გიორგი ბარამიძე: როგორც ჩანს, გახარია სხვაზე უფრო ჭკვიანია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბარამიძე გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.

მისი თქმით, როგორც ჩანს, გახარია სხვაზე უფრო ჭკვიანია.

“პოლიტიკური კრიზისი ისედაც იყო, გახარიათი თუ მის გარეშე. ამბობს, რომ ნიკა მელიას დაჭერაში არ უნდა, გარეული იყოს, შტურმს რომ განახორციელებენ, ახლა ოფისში, გახარიასაც კი არ აქვს ამაში მონაწილეობის სურვილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს, სხვაზე უფრო ჭკვიანია”, – აღნიშნა ბარამიძემ.

გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები