ლევან ნიკოლეიშვილი: სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო
სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო იმ დანაშაულთან შეფარდებაში, რაც მელიას ჰქონდა ჩადენილი, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ის რაც ახლა „ნაცმოძრაობის“ ოფისში ხდება, პოლიტიკური სპექტაკლის დადგმისკენაა მიმართული.
„სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო იმ დანაშაულთან შეფარდებაში, რაც მელიას ჰქონდა ჩადენილი. დანარჩენილი უკვე აღსრულების გადასაწყვეტია, თუ როდის დააკავებენ მას და როდის წარდგება ის მართლმსაჯულების წინაშე. ყველანი უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ვიცხოვროთ სამართლებრივ სახელმწიფოში“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.