მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო გამარჯვება, მიხარია, რასაც ახლა ვხედავ, ყველა ვდგავართ ისტორიის სხვა მხარეს, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში განაცხადა.
მისი თქმით, ამ ვერდიქტით ერთი ადამიანი კი არა ყველა სამართლდება.
,,მინდა, მადლობა გითხრათ მხარდაჭერისთვის, ყველა ჩემი კოლეგის სახელით, დიდი სლიდარობა ვიგრძენი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მიგრძვნია. გუშინ ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღე ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო. ყველაზე მთავარია ხვალინდელი დღე, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ის ვერდიტქი, რომელიც გამოიტანა გუშინ გავრილოვის პარლამენტმა, გუშინდელი სხდომაც იყო სასამართლო სხდომა, არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს, ან ორს ან სამს, ვსამართლდებით ყველა ამ განაჩენით, ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ხმა აიმაღლა, არ შეუშინდა, სამართლიანად აღშფოთდა, თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც ბატონი გავრილოვის სახით გვთავაზობდა ხელისუფლება, ახალგაზრდებმა რეზინის ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს და თვალების დაკარგვის ხარჯზე სიამაყე და თავისუფლება შევინარჩუნეთ. ასამართლებენ ყველას, ვინც იბრძოლა უკეთესი ხვალინელი დღისა და განვითარებული საქართველოსთვის. მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო გამარჯვება. მიხარია, რასაც ახლა ვხედავ, ყველა ვდგავართ ისტორიის სხვა მხარეს,”- განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.