ნიკა მელიას არ გავატანთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. სპეცრაზმს შესაბამისი აღჭურვილობით დავხვდებით“, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისივე აზრით, ყველაფერი ასე ადვილად არ დამთავრდება.
„აშკარად ნერვებმა უმტყუნათ. აშკარად ვეღარ მალავენ უკვე იმ გადაწყვეტილებას, რის მიღებასაც ალბათ აპირებენ, მაგრამ ეს ყველაფერი ასე ადვილად არ დამთავრდება. ნიკა მელიას არ გავატანთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. სპეცრაზმს შესაბამისი აღჭურვილობით დავხვდებით. შესაბამისად დავხვდებით“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.