კაჭრეთში ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მიკროავტობუსი და საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ავარიის დროს ორი პირი დაშავდა – ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები