GALT & TAGGART: პანდემიის გამო საქართველო დღეში 16 მილიონს კარგავს

საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ 16 მლნ ლარს კარგავს. როგორც GALT & TAGGART ის ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული, 2020 წელს საქართველომ, ჯამურად, 1.0 მლრდ ლარი დაკარგა. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა და ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმს მიადგა.

დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის ანტიკრიზისულმა ხარჯებმა (ჯანდაცვა, ბიზნესისა და შინამეურნეობების დახმარება) 2020 წელს მშპ-ის 4% (2 მლრდ ლარი) შეადგინა. 2021 წელს ანტიკრიზისული ხარჯები მშპ-ის 2.1%-ია (1.1 მლრდ ლარი) ინფრასტრუქტურული პროექტები რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა დაგეგმილი 2021 წელს (4.3 მლრდ ლარი).

2020 წელს მთავრობის მთლიანი ვალი წლიურად 9.7 მლრდ ლარით გაიზარდა და, წინასწარი მონაცემებით, მშპ-ის 60.3% შეადგინა. 2021 წელს მთავრობა 500 მლნ ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს და, ანალიტიკოსების შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური პარამეტრების პანდემიამდელ არსებულ ნიშნულამდე დაბრუნება მთავარი გამოწვევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები