ვასილ ჩიგოგიძე მელიას პასუხობს: როგორ შეიძლება, ადამიანს დავურეკო და ვუთხრა, რომ მისთვის იმუნიტეტის მოხსნას, ან არმოხსნას მხარს დავუჭერ ან არ დავუჭერ
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე აცხადებს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარესთან, ნიკა მელიასთან სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა-არ მოხსნის თაობაზე საუბარი არ ჰქონია.
როგორც ჩიგოგიძე „ტვ პირველთან“ აღნიშნავს, მას მელიას ნომერი არც ჰქონია და ამბის გასარკვევად მის ადვოკატს ესაუბრა, რათა გაეგო, რას ნიშნავდა მელიას განცხადება.
„როგორ შეიძლება, ადამიანს დავურეკო მე თვითონ და ვუთხრა, რომ მისთვის იმუნიტეტის მოხსნას ან არმოხსნას მხარს დავუჯერ ან არ დავუჭერ, თან 6-ჯერ დავურეკე?
წინა დღეს ნიკა გვარამიასთან ინტერვიუ მქონდა და შემდეგ ნიკა მელიამ მომართვა გამიკეთა, რომ ვასილ ჩიგოგიძე გურიის მაჟორიტარი გურიაშია არ ჩამოდის იმიტომ, რომ არ უნდა კენჭისყრის თემა.
მე მელიას ნომერი არც მქონდა და მოვიძიე, დავურეკე და არ მიპასუხა. შემდეგ მის ადვოკატს ვესაუბრე ვუთხარი -„რა საქციელია ეს, ვალდებულება მაქვს რაიმე თუ რა ნიშნავს ეს ყოველივე -მეთქი“ – ამის შემდეგ ნიკა მელიას მივწერე, გამეგო, თუ რას ნიშნავდა მისი საქციელი. მოგვიანებით მან დამირეკა”, – განაცხადა ჩიგოგიძემ.