ივერი მელაშვილი: ჩემი სატელევიზიო განცხადებები ჩემ წინააღმდეგ რომც გამოიყენონ, მერე რა, ყველაფერს აქვს თავისი პასუხი

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებული, ივერი მელაშვილი დავით გარეჯის საკითხზე მისი საჯაროდ, სატელევიზიო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ყველა სიტყვას აქვს თავისი პასუხი“.

„დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზეა ლაპარაკი. სატელევიზიო განცხადებები არ ვიცი. ყველა სიტყვას აქვს თავისი პასუხი. წესით, რომც გამოიყენონ, მერე რა, ყველაფერს აქვს თავისი პასუხი”, – განაცხადა მელაშვილმა.

შეკითვაზე, თუ რას გულისმობდა, როდესაც სატელევიზიო გამოსვლისას თქვა – „როგორ არის დავით გარეჯი შენი, როცა შენი არ არის”, მელაშვილმა უპასუხა – ვგულისხმობდი იმას, რასაც ვგულისხმობდი იმთავითვე”.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა. მოგვიანებით, ისინი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ამ წუთებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოში მათი წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები