“კვირა” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა – კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება

მედიაჰოლდინგი ,,კვირა” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა.

ომბუდსმენის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნულ თემაზე კომენტარი არ ისურვა და “ცხელ ხაზზე” გადაგვამისამართა. “ცხელ ხაზზე” დარეკვის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, არავინ გვიპასუხა.

ამის შემდეგ ვცადეთ პრესსამსახურის სხვა თანამშრომელთან დაკავშირება, რომელმაც ასევე არ გვიპასუხა.

ცოტა ხნის შემდეგ, ომბუდსმენის აპარატიდან თავად დაგვიკავშირდნენ და, როგორც ოპერატორმა განაცხადა, მედიასაშუალებამ ომბუდსმენს განცხადებით უნდა მიმართოს, ჯერ ეს განცხადება კანცელარიაში უნდა გადაიგზავნოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება რეაგირება.

,,კვირამ” უკვე მიმართა ომბუდსმენის აპარატს თავდასხმის აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ რეაგირებას ელოდება.

ცნობისთვის, გუშინ ღამით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულმა მედიის წარმომადგენლებმა პოლიციას უკვე მიმართეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები