ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი – “კვირას” ჟურნალისტებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტი გამოძიებული იყოს

“მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტი გამოძიებული იყოს”, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი მედიაჰოლდინგ ,,კვირას” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს.

როგორც მარიამ გოგოსაშვილმა ,,კვირასთან” საუბარში აღნიშნა, საკითხს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრები განიხილავენ და ქარტია განცხადებას გაავრცელებს.

,,მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას, სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად უნდა გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი, რაც იქნება პრევენცია, რომ მსგავსი შემთხვევები ნაკლებად ხდებოდეს საზოგადოებაში. ხშირია, როდესაც იწყება გამოძიება და არ სრულდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტი გამოძიებული იყოს”, – განაცხადა მარიამ გოგოსაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ღამით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულმა მედიის წარმომადგენლებმა პოლიციას უკვე მიმართეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები