„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას საპროცედურო საკითხთა, წესებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს. კომიტეტების გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირა.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.