თუ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ საქართველოს მილიონი ამომრჩეველი გააიგივონ გავრილოვთან და საქართველოს კანონმდებლობა გააიგივონ რუსეთის დუმასთან, ძალიან ცდებიან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე შეფასებით, ასეთი ადამიანები “ძალათ პატრიოტები” არიან.
“როცა ხდება რუსეთის დუმის წევრის კომენტარის გაიგივება საქართველოს პარლამენტის მოქმედებასთან, ეს არათუ მიუღებელია, ეს ქართველი ამომრჩევლის პირდაპირი შეურაცხყოფაა.
საუბარი გვაქვს ერთ რამეზე – საქართველოს პარლამენტი საქართველოს მოქალაქეების მიერაა არჩეული. „ქართულ ოცნებას“ ხმა მოგვცა საქართელოს მილიონმა მოქალაქემ. ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, ვქმნით და ვასრულებთ ქართულ კანონმდებლობას. ეს არის, რაც მოხდება ხვალ.
თუ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ საქართველოს მილიონი ამომრჩეველი გააიგივონ გავრილოვთან და საქართველოს კანონმდებლობა გააიგივონ რუსეთის დუმასთან, ძალიან ცდებიან. ამ შეცდომაში არიან ისინი დიდი ხანი და ამის გამო შეაქცია მათ ზურგი ქართველმა ამომრჩეველმა. “რუსი, რუსი”- ს ძახილში დაკარგული ძალათ პატრიოტები”, – წერს პაპუაშვილი.