„შეხვდი მეცნიერს“ – ოთარ ჯანელიძე

16 თებერვალს, 16:00 საათზე. ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა გაიმართება ოთარ ჯანელიძესთან.
იგი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ოთარ ჯანელიძე ისაუბრებს მისივე ავტორობით გამოცემულ წიგნზე -„ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე და სხვანი“.
„საუბარი შეეხება წიგნის გმირებს – ქართველ მრეწველებსა და ეროვნული ბურჟუაზიის პირველ სახელოვან წარმომადგენლებს, მათ მიზნებს, ამოცანებს, პრაქტიკულ მოღვაწეობას, იმ სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სინამდვილეს, რომლებშიც მათ მოუწიათ საქმიანობა. ყურადღება გამახვილდება სახელმწიფოს მიდგომაზე ბიზნესისადმი და ბიზნესმენის ბედზე რუსეთის იმპერიაში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკისა და საბჭოთა პერიოდის საქართველოში. წარმოჩინდება ზუბალაშვილების „დინასტიის“, დავით სარაჯიშვილის, აკაკი ხოშტარიასა და მიტროფანე ლაღიძის მიერ გაწეული მასშტაბური ქველმოქმედება“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წიგნის ავტორია ოთარ ჯანელიძე; რედაქტორი – პაატა ნაცვლიშვილი. გამომცემლობა – „ალტერნატიული მედიასაშუალება“.
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება
შეხვედრაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/2Z8aiTR

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები