“ნიკა მელია, პირდაპირ რომ ვთქვა, გვაშანტაჟებს, მას ეს არ გაუვა და სამართლებრივ პასუხს მიიღებს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მოქალაქე ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს.
„საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს. იმ ადამიანების მიმართ, ვინც კანონს არ დაემორჩილებიან, შესაბამისი ღონისძიებები იქნება გამოყენებული. ამ სულისკვეთებით არის განპირობებული უმრავლესობის გადაწყვეტილება.
ამ ადამიანმა თვითონ დააყენა ასეთი ვითარება. პირდაპირ რომ ვთქვა, გვაშანტაჟებს. შესაბამისად, ეს შანტაჟი მას არ გაუვა და სამართლებრივ პასუხს მიიღებს“, – აღნიშნა სამხარაძემ.