თბილისში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 31, კახეთში – 17

თბილისში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 31, კახეთში – 17, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.5%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 57 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 31, ქვემო ქართლი – 6, შიდა ქართლი – 6, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0,”- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 639 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები