„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
`ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები ნიკა მელიას საქმეზეც იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართა.