გუშინ, ქუთაისში დაპირისპირების დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გაათავისუფლეს

გუშინ, ქუთაისში დაპირისპირების დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გაათავისუფლეს. დაკავებულებიდან სამს ჯარიმა შეეფარდა, სამის პროცესი კი გადავადდა. ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდეა.

ქუთაისის მერიის შენობასთან გუშინ აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიციის მხარდაჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმოქმედობასა და კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ.

აქტივისტების თქმით, სამართალდამცველებმა მერის კრიტიკა ვერ აიტანეს და ისინი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები