ბექა ოდიშარია: ვფიქრობ ბაქრაძის გადაწყვეტილება ლოგიკურია, მითუმეტეს, პარტიის არცერთი წევრი არ მალავს, რომ 2020 ის საპარლამენტო არჩევნებზე, რეზულტატით უკმაყოფილოა
ვფიქრობ ბაქრაძის გადაწყვეტილება ლოგიკურია, მითუმეტეს, როდესაც პარტია და მისი არცერთი წევრი არ მალავს, რომ 2020 ის საპარლამენტო არჩევნებზე, საკუთარი რეზულტატით უკიდურესად უკმაყოფილოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ მედიაჰოლდინგ “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
,,ქართული ოცნების” შემთხვევაში გამარჯვებული გუნდის თავმჯდომარე სულაც წავიდა პოლიტიკიდან და ამიტომ მის ამ გადაწყვეტილებას სრულიად მართებულად მივიჩნევ.
თუმცა აღვნიშნავდი, რომ ჩვენი გუნდის შემთხვევაში თავმჯდომარედ ავირჩიეთ ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი კობახიძე, ვნახოთ ვინ იქნება მათი მომავალი ლიდერი და რა იქნება მომავალში მათი სტრატეგია“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, დავით ბაქრაძემ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის თანამდებობა გუშინ დატოვა.