კომერიული ბანკების მოგება 853 მილიონიდან 99 მილიონამდე შემცირდა

2020 წელს კომერციული ბანკების მოგება 2019 წელთან შედარებით 8-ჯერ, 853 მილიონიდან 99 მილიონამდე შემცირდა.

კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარგენილი 2020 წლის ჯამური ფინანსური შედეგების მიხედვით, ქვეყანაში მოქმედი 15 ბანკიდან 8 ბანკს მოგების ნაცვლად ზარალი აქვს. ყველაზე დიდი ფინანსური დანაკლისი, 24.7-მილიონიანი ზარალი “ქართუ ბანკს” დაუფიქსირდა.
ყველაზე მაღალი – 123-მილიონიანი, წმინდა მოგება “თიბისი ბანკმა” აჩვენა.

ზარალის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად ბანკების მხრიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირება სახელდება. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა “აქტივების შესაძლო დანაკარგების” ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც, მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების ერთგვარი დაზღვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები