შალვა ნათელაშვილი: ჩვენ პარლამენტში არშესვლით უარი ვთქვით პრივილეგიებზე, დეპუტატი ისე უნდა დადიოდეს ფეხით, მგზავრობდეს მეტროთი, ტროლეიბუსით, როგორც – ხალხი

“პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაა, რომელიც შიგნით და გარეთ უნდა გამწვავდეს, ვგულისხმობ პოლიტიკურ ფორმატს”, – ამის შესახებ, „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, დეპუტატებს არანაირი პრივილეგიები არ უნდა ჰქონდეთ და ისინი ჩვეულებრივი ადამიანებივით უნდა იყვნენ,
ოპოზიციას არ უნდა გაეპაროს თვალი, ფეხი, სული და გული მათიკაშვილის უკანონო პარლამენტისაკენ. შესაბამისად, ამ ყველაფერს განწირული ხალხის საპროტესტო მოძრაობა მოჰყვება. ამ ყველაფერს დაერთვება ის, რომ შეერთებული შტატებიდან წამოვა ოლიგარქის მამხილებელი განცხადებები, შემდეგ ევროპაც გამოფხილზდება და იმედია, შემცირდება ბიძინასგან დაფინანსებული ევროელიტის უპასუხისმგებლო განცხადებები. ივანიშვილის მილიარდებს დაყადაღების საფრთხე დაემუქრება.
დღევანდელი ქართული ოპოზიციის ისტორიული მნიშვნელობა განუმეორებელი და არნახულია. ჩვენ პარლამენტში არშესვლით უარი ვთქვით პრივილეგიებზე, ხელფასებზე, კაბინეტებზე, შტატებზე, იმუნიტეტზე, დიპ.პასპორტზე, მანქანებზე, დაცვაზე – ის, რაც ეკუთვნით დეპუტატებს, მაგრამ სინამდვილეში არ უნდა ეკუთვნოდეთ.
დეპუტატი ისე უნდა დადიოდეს ფეხით, მგზავრობდეს მეტროთი, ტროლეიბუსით, როგორც – ხალხი”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები