ალექსეი ნავალნის მეუღლემ რუსეთი დატოვა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია გერმანიაში გაფრინდა.

ამის შესახებ “ინტერფაქსი” წყაროზე დაყრდნობით წერს.

მისი ინფორმაციით, ნავალნაია ფრანკფურტში “დომოდედოვოს” აეროპორტიდან გაფრინდა.

თავად იულია ნავალნაიას გამგზავრების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და ამ დრომდე არ აქვს გაკეთებული კომენტარი.

იულია ნავალნაია ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრეა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი არ გახდა. 23 იანვარს მოსკოვში გამართული აქციის შემდეგ, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ეპიდემიური ნორმების ბრალდებით საქმეებია აღძრული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ხალხს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებდნენ, რომელთა შორის კორონავირუსით ინფიცირებულებიც იყვნენ. ამიტომ, აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილები რისკის ქვეშ დააყენეს.

დღეს საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა ნავალნის შტატების ხელმძღვანელ ლეონიდ ვოლკოვზე, რომელსაც ბრალად “არასანქცირებულ აქციებში არასრულწლოვნების ჩათრევა” ედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები