„საქართველოს ფოსტის” საოპერაციო მოგებამ 7 მლნ ლარს მიაღწია

„საქართველოს ფოსტა” 2020 წელს 2 524 201 საცალო მომხმარებელსა და 3 000-მდე კორპორატიულ კლიენტს მოემსახურა. 2019 წელთან შედარებით, საქართველოდან გაგზავნილი გზავნილების რაოდენობა სახმელეთო ამანათის ხარჯზე გაიზარდა და 2020 წელს სახმელეთო ამანათების იმპორტმა 3 000 000 კგ, ხოლო ექსპორტმა 286 000 კგ შეადგინა.

„საქართველოს ფოსტის” 2020 წლის ანგარიშის თანახმად, შპს-ის მოგება 2019 წელს 1.8 მლნ ლარი იყო, ხოლო 2020 წლის მონაცემებით, საოპერაციო მოგება 7 მლნ ლარამდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები