ნიკოლოზ სამხარაძე: შეუძლიათ, განცხადებები შემოიტანონ, შემოვიდნენ დარბაზში, მწვანე ღილაკს ხელი მიაჭირონ და უფლებამოსილება შეუწყდებათ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ურჩევს, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ სურთ, ეს თავად გააკეთონ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ისევ შეიკავებს თავს, რადგან ეს მანდატი მათ ამომრჩეველმა მისცა.
„მათ პროცესის გაგრძელება თუ სურთ, მაშინ განცხადებები ხელახლა უნდა შემოიტანონ პარლამენტში. 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის 51 ხმა არის საჭირო. ზუსტად 51 არიან. შეუძლიათ, განცხადებები შემოიტანონ, შემოვიდნენ დარბაზში, მწვანე ღილაკს ხელი მიაჭირონ და უფლებამოსილება შეუწყდებათ. ამით დამთავრდება ამდენი იწილო-ნიწილო. ჩვენ კი ისევ თავს შევიკავებთ, რადგან ეს არის მანდატი, რომელიც მათ ამომრჩეველმა მისცა. დეპუტატობა თუ არ უნდათ, მივიდნენ და თვითონ დააჭირონ ღილაკს ხელი”, – განაცხადა სამხარაძემ.