ოდესის ოლქში აფეთქება მოხდა, დაშავებულია 15 ადამიანი (ფოტო+ვიდეო)

ოდესის ოლქის ქალაქ იზმაილში კაფე „У фонтана“–ში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი სხეულის ზედაპირის 50% მეტი დამწვრობით რეანიმაციაშია გადაყვანილი.
ამ ინფორმაციას „rt.com“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კაფის სამზარეულოში გაზის ბალონის აფეთქებას ჰქონდა ადგილი. თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ტერაქტის შესახებ იუწყებიან, თუმცა ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ მომხდარა.

https://www.youtube.com/watch?v=4BDdZRVullg

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები