ავიაკომპანია „WestJet“–ის თვითმფრინავის გატაცების ცნობა შეცდომით გავრცელდა

კანადურმა ავიაკომპანია „WestJet“–მა თავის ტვიტერის საშუალებით უარყო მსოფლიო მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობა, იმის შესახებ, თითქოს კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი გაიტაცეს.

სინამდვილეში „გატაცებულმა“ თვითმფრინავმა, ვანკუვერიდან (კანადა) პუერტო–ვალიარტაში (მექსიკა) ფრენა წარმატებით განახორციელა.

„WestJet“ კანადის სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახლავთ. მისი საჰაერო ფლოტი „Boeing 737NG“–ის ლაინერებისგან შედგება. ავიაკომპანიის თვითმფრინავები ყოველდღიურად კანადის, აშშ–ს, მექსიკის და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან 400 ავია–რეისს ასრულებენ.

10929549_587672861376400_6671733471357590728_n-530x600

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები