ლიტვა რუსულ ვაქცინას არ იყიდის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ევროპის რეგულატორი დაამტკიცებს

ლიტვის პრემიერის, ინგრიდა შიმონიტეს განცხადებით, ქვეყანა რუსულ ვაქცინას – Спутник V-ს იმ შემთხვევაშიც არ იყიდის, თუ მას ევროპის წამლის სააგენტო დაამტკიცებს.

ამის შესახებ მან რადიო LRT-ს განუცხადა.

შესაბამისი შინაარსის შეკითხვაზე, შიმონიტემ თქვა, რომ ევროკავშირთან ერთობლივი შესყიდვის მეშვებოთ, ლიტვა დასავლეთში წარმოებული ვაქცინით იქნება უზრუნველყოფილი, შესაბამისად არ არის აუცილებლობა რუსული ვაქცინის შესყიდვის საკითხის განხილვა.

“ჩვენი პორტფელი რიგი ვაქცინისგან შედგება, რომლებიც ან უკვე დარეგისტრირებულია ან ამ გზაზეა, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ რუსული ვაქცინის შესყიდვის აუცილებლობა საერთოდ არ დადგება”, – თქვა პრემიერმა.

მისი თქმით, ლიტვის მოსახლეობა “ტრანსატლანტიკურ ქვეყნებში” წარმოებული ვაქცინით აიცრება.

ლატვიის პრემიერის თქმით, რუსეთის მთავრობა ვაქცინას გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

“ძალისხმევა, რომ ევროპის ქვეყნებს შესთავაზო ვაქცინა, მაშინ როდესაც შენი მოსახლეობა არ არის სრულად აცრილი, მორიგ გეოპოლიტიკურ თამაშს ჰგავს, ამაში ეჭვი არ მეპარება”,- განმარტა მან.

მანამდე ინგრიდა შიმონტემ ისიც კი თქვა, რომ რუსეთი Спутник V-ს ჰიბრიდული იარაღის სახით იყენებს.

ცნობისთვის, რუსული ვაქცინის გამოყენებაზე საკანონმდებლო დონეზე უარი უკრაინის მთავრობამ თქვა.

გუშინ კი უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობას რუსულ ვაქცინით არ აცრის, რადგან უკრაინელები “საცდელი ბაჭიები” არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები