ამირან გამყრელიძე: თუ ეს ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქების მხრივ შემდგომი ნაბიჯიც გადაიდგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შენარჩუნდება, დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების მხრივ შემდგომი ნაბიჯებიც გადაიდგმება.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, ყველა რეგიონს შორის შედარებით უკეთესი ეპიდვითარების მაჩვენებლებით აჭარა გამოირჩევა.

„აჭარაში დღეს დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 2%. თავიდან როდესაც თებერვალში დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება ყველაზე მეტად აჭარაში შემსუბუქდა. დაკვირვება მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, თუ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო შემსუბუქების მხრივ შემდგომი ნაბიჯიც გადაიდგმება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები