“ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონია იწყება – „მანდარინები“ გამარჯვებისთვის იბრძოლებს

რამდენიმე საათში “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონია დაიწყება. უცხოური პრესის ასოციაცია საუკეთესოთა შორის საუკეთესოს 72-ედ გამოავლენს.

ზაზა ურუშაძის „მანდარინები“, რომელიც ქართულ-ესტონური ერთობლივი პროდუქტია, გამარჯვებისთვის იბრძოლებს. დაფინანსების დიდი ნაწილი ესტონურმა მხარემ გაიღო, ამიტომ „ოქროს გლობუსზე“ მისი ნომინირების უფლება დაიტოვა. ფილმი, ასევე, წარდგენილია „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

აღსანიშნავია, რომ ფილმი უკვე გახდა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის ორი ნომინაციის: „საუკეთესო რეჟისურისა“ და „აუდიტორიის ჯილდოს“ გამარჯვებული.  დრამა ომის შესახებ სახელწოდებით – “მანდარინები” ასევე 21 სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს გლობუსის“ 72-ე დაჯილდოება კალიფორნიაში, ქალაქ ბევერლი-ჰილსში, იამართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები