საქართველოს საზღვრიდან 80 კილომეტრში 5,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 80 კილომეტრის დაშორებით, დღეს 5,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

როგორც “კვირას” სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი იყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან, სევანის ტბასთან.

ანალოგიურ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანა ბაგდასიარნის თქმით, 5,0 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი გეგარქუნის ოლქის სოფელ შორჟის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, სევანის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე იყო.

მისი თქმით, მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში და აზერბაიჯანშიც იგრძნობოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები