„საპარტნიორო ფონდის” მფლობელობაში არსებული სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი” ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული გახდა

„საპარტნიორო ფონდის” მფლობელობაში არსებული სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი” ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული გახდა.

სასტუმრო ,,ბორჯომი ლიკანის” ინფორმაციით, ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგების საფუძველზე, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი” დაჯილდოვდა ნომინაციაში „საუკეთესო 4 სეზონის ტიპის სასტუმრო მთაში”.

,,პანდემიით გათვალისწინებული გარემოებების გათვალისწინებით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების „Welcome to Georgia!”-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა, მარინა ჩაიკამ პრიზი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის” დირექტორს, კობა აბულაძეს „საპარტნიორო ფონდის” ოფისში გადასცა.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დამსვენებლებისა და ტურიზმის დაჯილდოების კომპეტენტური ჟიურისგან უმაღლესი შეფასებები მივიღეთ და წელსაც გავხდით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნომინაციის გამარჯვებული. ჩვენი სასტუმრო მრავალფეროვან და განსხვავებულ სერვისს სთავაზობს დამსვენებლებს წლის ოთხივე სეზონზე, ასევე, განსაკუთრებული სამედიცინო პროგრამა გვაქვს შემუშავებული კოვიდ-19 ვირუსს გადატანილი პირების სარეაბილიტაციოდ. ამგვარი ჯილდოს აღება სასტუმროს თანამშრომელთა დაუღალავი შრომის შედეგია, ასევე, ჩვენთვის და მთელი პერსონალისთვის დიდი სტიმულია”, – განაცხადა კობა აბულაძემ.

შეგახსენებთ, „საპარტნიორო ფონდი” 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის” 100%-აქციების მფლობელია”, – ნათქვამია სასტუმრო ,,ბორჯომი ლიკანის” ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები