რენო სალენსმა ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა

  ქართველების რეაქცია აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება პროგრესიული საზოგადოებაა, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსმა “მომბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პარიზში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
რენო სალენსმა ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. საელჩოში მოვიდნენ მინისტრები, პრეზიდენტი. რიგიდან მესიჯი მომწერა თამარ ბერუჩაშვილმა. ძალიან ბევრი მესიჯი მივიღე მთავრობისგან, ოპოზიციისგან, ყველა რელიგიური საზოგადოებისგან, რიგითი მოქალაქეებისგან. ფრანგულ ინსტიტუტთან ასეულობით ქართველი მოვიდა სოლიდარობის გამოსახატად. საფრანგეთში მომხდარმა ტრაგედიამ ქართველებშიც იგივე გრძნობა გამოიწვია, რაც მაგალითად ამერიკელებში, ავსტრალიელებში და ა.შ. საქართველომ აჩვენა კავშირი დემოკრატიასთან, ტოლერანტობასთან და სიტყვის თავისუფლებასთან. ქართველების რეაქცია აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება პროგრესიული საზოგადოებაა. საფრანგეთი თანამშრომლობს საქართველოსთან კონტრტერორისტულ საკითხებში. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სანდო მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში”, – განაცხადა სალენსმა.
ელჩის განცხადებით, ტერორისტებისგან საფრთხე ისევ არსებობს. მისივე თქმით, საფრანგეთის სამართალდამცველი სტრუქტურები მობილიზებულნი არიან და უსაფრთხოება ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი.
შეგახსენებთ, რომ შვიდ იანვარს პარიზში, ჟურნალ “შარლი ებდოს“ რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. სატირულმა ჟურნალმა ბოლოს სოციალურ ქსელ ტვიტერში “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები