თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს გადაუდებელი სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, შეზღუდვა შეეხება: ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე დავით აღმაშენებლის გამზირის, პასტერისა და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მუკუზანის, ავლიპ ზურაბიშვილის, წინანდლის, კობარეთისა და ხახანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვარკეთილის-3 დასახლების I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ნიკოლოზ სვანიშვილისა და სანდრო მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ვაგან მამასახლისოვის, შავიშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, შარტავას (ნაწილობრივ), დავით ართმელიძის, ომარ ფერცულიანის, ნოშრევან ჯიშკარიანის, ექვთიმე მთაწმინდელის, იმანუელ აფხაიძის, ზემო ვეძისისა და იოსელაიანის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უცნობის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ჭყონდიდელის, ცოტნე დადიანის, დავით ჭიჭინაძისა და გიორგი სააკაძის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლებისა (ნაწილობრივ) და გუდამაყრის ქუჩის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გვაზაურის, ღრმაღელისა და გურამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის მე-9 კილომეტრის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, აკაკი ბელიაშვილის, ფეიქართა, ნოდარ ბოხუას, ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელისა და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, სოფელი ტაბახმელისა (ნაწილობრივ) და უცნობის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაძის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.