ამირან გამყრელიძე: თუ ყველა წესს დავიცავთ, კორონავირუსის მესამე ტალღა არ გვექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, კორონავირუსის მესამე ტალღა აღარ იქნება.

მისივე თქმით, რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად მობილობა გაიზრდება, ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო.

„მეორე ტალღის პიკი ჩვენ გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87 პროცენტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა 25-30 პროცენტი, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ, ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა. მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს გადავსებული ავტობუსები, სჯობს, გარკვეული პერიოდი მეორე ავტობუსს დაველოდოთ, ვიდრე ავიდეთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები