ათეა-ს მიერ წარდგენილმა დელეგატებმა, PLATFORMA – ს ვებინარში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), მიერ წარდგენილმა დელეგატებმა, ევროპის რეგიონულ და ადგილობრივი ხელისუფლებების საკონსულტაციო პლატფორმის (PLATFORMA) და ლიეტუვას ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ვებინარში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ადგილობრივ დონეზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებზე და პრიორიტეტებზე მსჯელობასა და ასევე, მომავალი სამიტისთვის რეკომენდაციების შემუშავებას დაეთმო. ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ავრცელებს.
„ონლაინ შეხვედრაში, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოდან PLATFORMA-ს წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი – ოთარ გრიგოლია, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და ევროპის საჭოს კონგრესში, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ნინო ქავთარაძე, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი – ნინო რუხაძე და ამავე საბჭოს წევრი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი – სალომე ღონღაძე, ასევე CORLEAP – ის წევრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი – სანდრო სორდია იღებდნენ მონაწილეობას.
საქართველოს წარმომადგენლებმა, ქვეყანაში განხორციელებულ დეცენტრალიზაციის რეფორმაზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) როლზე გაამახვილეს ყურადღება.
მათვე, ათეა-ს პრიორიტეტებზე იმსჯელეს და ვებინარის მონაწილეებს, საკუთარ მუნიციპალიტეტებში, აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
Covid 19-ის პანდემიით ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის შერბილება-აღდგენა, დეცენტრალიზაცია და კარგი მმართველობა, ეკოლოგია და ტურიზმი, ასევე, ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდული პოლიტიკა და მოქალაქეთა ჩართულობა – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც ქართული მხარის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.
ათეა-ს დელეგატებმა, ვებინარის ფორმატის გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებისა და ევროპულ ქალაქებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარების სამომავლო გეგმებს გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, უფრო ეფექტიანად მოხდება იმ გამოწვევების აღმოფხვრა, რომლებიც დღეს არსებობს.
აღმოსავლეთ პარტნიორობა 2009 წელს ამოქმედებულ ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს, რომელშიც ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და აღმოსავლეთ ევროპის ექვსი პარტნიორი სახელმწიფო: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა მონაწილეობს. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორს ქვეყნებს შორის გააღრმავოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და მხარი დაუჭიროს პარტნიორ ქვეყნებში მდგრადი რეფორმების პროცესებს.
აღსანიშნავია, რომ ათეა, ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR), ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების საკონსულტაციო პლატფორმაში (PLATFORMA) და ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში – CORLEAP დელეგატებს წარადგენს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, რომელიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს, ასევე თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან,“ – ნათქვამია განცხადებაში.