ლიბანში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

  ტერორისტული აქტი ლიბანში – ქალაქ ტრიპოლის კაფეში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო „ალ ქაიდასთან“ დაკავშირებულმა „ალ ნუსრის ფრონტმა“. სამართალდამცველების ინფორმაციით, აფეთქება ტრიპოლის ალავიტებით დასახლებულ უბანში მოხდა.
ჩრდილო ლიბანის მმართველმა დილის 07:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა. კაფე პოლიციელების კორდონითაა გარშემორტყმული.
ლიბანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სირიაში მებრძოლ „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ალ ქაიდასთან“ დაკავშირებულ მებრძოლებს ლიბანში დესტაბილიზაციის დაწყება სურთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები