“მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ და გვატყუებდნენ, ძირითადად, “ევროპულ საქართველოს” ვგულისხმობ, ვიცით ყველაფერი” – ვახტანგ მეგრელიშვილი

“3 თვის განმავლობაში გაუგებარია, საერთოდ რა ხდება ოპოზიციის თავს. მათ არ აქვთ მოქმედების ისეთი გეგმა, რომელსაც ყველა გაიზიარებდა და რომლის მეშვეობითაც პოლიტიკური პროცესის წარმოება გახდება შესაძლებელი”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ამ დროის განმავლობაში მიდიოდა პინგ-პონგი, მექანიკური მოთხოვნები იყო. მათ ხომ ერთმნიშვნელოვნად მოუწონეს „ქართულ ოცნებას“ ის გადაწყვეტილება, რომელიც პროცესის გაგრძელების შანსს იძლევა, მაგრამ ამავე დროს გამოთქვეს სკეფსისი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, რადგან მათ უკვე ოთხჯერ უყურეს ამ ხალხს მოლაპარაკების მაგიდასთან.
ჩვენ გვინდოდა შეთანხმების გაადვილება და გამოვედით კონკრეტული ინიციატივით, რასაც შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ კამპანია მოჰყვა,“ – აღნიშნა მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ ადამიანები, რომლებიც თავიდანვე იტყუებოდნენ.
„მოლაპარაკება არის იმისთვის, რომ მხარეები შერიგდნენ, მერე შეხვიდე და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები ერთობლივად გააკეთო. როგორ შეიძლება ამ ემოციით იჯდე მაგიდასთან. თურმე სხედან ადამიანები, რომლებც უბრალოდ მატყუებენ, ძირითადად „ევროპული საქართველოს“ ხალხს ვგულისხმობ. ეგრე ხომ არ არის, ხომ არ ბნელა. ეს არის ტყუილი ფასილიტატორების მიმართ. არა მხოლოდ ჩემ მიმართ, არამედ იმ ადამიანებთან, ვინც გვეხმარებოდა ამ პროცესში. და „ქართულ ოცნებასთან“ რომ არამართალი პოზიციაა, ეგეც ხომ ცხადია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები