კარლ ჰარცელი: მე ვერ ვიტყვი, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ შუამავლობას

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მმართველი გუნდის გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები, ჯერჯერობით, არ შეუჩერდებათ.

როგორც ელჩი აღნიშნავს, მოლაპარაკებების პროცესი რთულად მიმდინარეობს.

„მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება არ არის გარანტია, რომ რამე შეიცვლება. ოპოზიციამ კვლავ გააგრძელა ბოიკოტი. გულწრფელად რომ ვთქვათ, მოლაპარაკებების პროცესი რთულად მიმდინარეობს, ჩვენ დიალოგის მომავალზე ვფიქრობთ. მგონია, შესაძლებლობა არის იმისა, რომ პოზიციები დაახლოვდეს. მე ვერ ვიტყვი, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ შუამავლობას,“ – აცხადებს კარლ ჰარცელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები