ელისაშვილი – გიორგი ვაშაძეზე: გმინავს და ამბობს, არ ვარგაო, ჩვენ მაგრები არ ვართ, ვერ შევძელით, თვითონ ხომ არის ლომი და ვეფხვი, დაწეროს ლომებრ პუნქტები
“გიორგი ვაშაძე უნდა ერკვეოდეს რაღაცებში. რასაც ხელი მოვაწერეთ, კანონი და კონსტიტუცია კი არ იყო – მემორანდუმია, რომელიც შეიძლება, შეიცვალოს”, – ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის იმ განცხადებას, რომელიც მმართველ გუნდთან შეთანხმების ტექსტზე საუბრობდა.
„ჩვენ იმ ტექსტზე ვემუშავეთ „ქართულ ოცნებას“ და თუ გიორგი ვაშაძეს არ მოსწონს, კეთილი ინებოს და ხელისუფლებას ემუშაოს, უკეთესი პუნქტები ჩააწერინოს. ეს არის ღია დოკუმენტი, კონსტიტუცია კი არ არის, რომელიც მივიღეთ და არ შეიცვლება. ასეთი განცხადებები სასაცილოა და სევდიანი საყურებელია. თუ ჩვენზე მაგარია, ადგეს და უფრო მაგარი ტექსტი დააწერინოს, რომ გმინავს და ამბობს, არ ვარგაო. ხომ მაგარია? ჩვენ მაგრები არ ვართ, ვერ შევძელით, თვითონ ხომ არის ლომი და ვეფხვი? დაწეროს, ლომებრ პუნქტები“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი სიმპტომები უნდა აჩვენოს, რომ დავინახოთ, მზად არიან, მეხუთე რაუნდზე ახალი წინადადებებით მოვიდნენ. იმ პაკეტს, რაც დღეს მაგიდაზე დევს,
დეტალურ ანალიზს მემორანდუმისას, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ „მოქალაქეებთან“ ხელი მოაწერა და ჩვენ მიერ შეთანხმებულ ტექსტს, მაქსიმუმ, ხვალ დილით გამოვაქვეყნებ, დაახლოებით, 10-15 კომპონენტშია განსხვავება.
ეს სამომავლოდ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან კანონების მიღების დროს ჩვენი მონაწილების გარეშე რომ წარიმართოს პროცესი, ზუსტად ვიცოდეთ, რაზე არის საუბარი. ასევე, აღნიშნულ დოკუმენტს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრისთვისაც ვამზადებ, რადგან დეტალურად იცოდნენ, თუ რა ცვლილებებია მათთან ერთად განხილულ დოკუმენტში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.