შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, 2010 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ ძებნილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლევი პირი, 1957 წელს დაბადებული ე.გ. ზუგდიდში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა დაარღვია ჩადენილი დანაშაულის გამო მისთვის დაწესებული კანონით გათვალისწინებული პრობაციონერის უფლება მოვალეობები, რის გამოც, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.გ. 2010 წლიდან იძებნებოდა.