თინა ბოკუჩავა: დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ “ქართულ ოცნებას” არც კეთილსინდისიერება აინტერესებს მოლაპარაკების პროცესში და არც კონსტიტუციის ნორმების პატივისცემა

“ეს არის აბსურდული სპეკულაცია”, – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა “ქართული ოცნების” იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატები არ შეუწყვიტა.

მისი თქმით, დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ “ქართულ ოცნებას” არც კეთილსინდისიერება აინტერესებს მოლაპარაკების პროცესში და არც კონსტიტუციის ნორმების პატივისცემა.

“ეს არის აბსურდული სპეკულაცია. მდინარაძემ შემდეგ დააზუსტა თითქოსდა ის ადამიანები, ვისაც შესვლა სურთ პარლამენტში, კამერებთან არ ჩნდებიან და ამით მალავენ საკუთარ რეალურ მისწრაფებებს. საკუთარი განაცხადი თითოეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გააკეთა მაშინ, როდესაც დაწერა განცხადება და ჩვენი მოლოდინი იყო, რომ მოხდებოდა ამ განცხადებების დაკმაყოფილება კონსტიტუციურ ნორმებთან შესაბამისობაში, მაგრამ დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ “ქართულ ოცნებას” არც კეთილსინდისიერება აინტერესებს მოლაპარაკების პროცესში და არც კონსტიტუციის ნორმების პატივისცემა”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები