„ერიც და ბერიც იმიტომ იბრძოდა და იცავდა ჩვენ ქვეყანას, რომ პერიოდულად სააკაშვილისნაირები გამოჩენილიყვნენ და ასე გაეჩუქებინათ მიწები?“ – ლევან ნიკოლეიშვილი

„საუკუნეები ჩვენი წინაპარი, ერიც და ბერიც იმიტომ იბრძოდა და იცავდა ჩვენ ქვეყანას, რომ პერიოდულად სააკაშვილისნაირები გამოჩენილიყვნენ და ასე გაეჩუქებინათ მიწები? საინტერესოა, რა ფასად? რის ფასადაც  უნდა იყოს, ვინ მოგცა უფლება, ასე გაასხვისო-გააჩუქო ქვეყნის ტერიტორიები? ამაზე მეტი დანაშაული რა უნდა იყოს?“, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი თავდაცვის საკითხებში, ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილის 2007 წლის ინტერვიუს, რომლის შესახებაც რეპორტაჟი საზოგადებრივმა მაუწყებელმა მოამზადა.

„არ წყდება ვნებათაღელვა დავით გარეჯის საკითხის გამო, თითქოსდა, ყველაფერი გასაგებია, აქეთ სამშობლოსათვის გულანთებული ადამიანების უმრავლესობა, რომლებსაც წარმოდგენაც კი ზარავს იმის შესახებ, რომ ვიღაცა ფიქრობს, რომ თურმე გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის და იქით ოპოზიციის მიერ გმირად წარმოჩენილი მელაშვილი, რომელიც სწორედაც, რომ ამას ამტკიცებს, ოღონდ ვითომდაც დელიკატურად: დავით გარეჯი მთლიანად ჩვენი არ არისო, ნაწილი კი და ნაწილი არაო…ოპოზიციაც თავს უქნევს, ხოო, ხოო მართალი ხარო…

…მაგრამ ჯერ სად ხართ, არის კიდევ ერთი, ქართული მიწების გასხვისება-გაჩუქებაში არაერთგზის ეჭვმიტანილი, მავნებელ-კლასტერთა ბელადი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავის ინტერვიუში დეტალურად ჰყვება, რომ სიმაღლეები აზარბაიჯანს სჭირდება, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და იმიტომ თურმე, და ამიტომაც გადაწყვიტა რომ მათ გადასცეს! უყურე შენ! შენ არ გჭირდება გასაგებია, ქვა-ღორღია, ალბათ, როგორც ლიახვის ხეობის სოფლები, მაგრამ ამ ქვეყანასაც რომ სჭირდება, და თან ჩვენი, რომ არის ? ჩვენთვის არ არის სიმაღლე თუ სტრატეგიული მნიშვნელობა არ შეიძლება ჰქონდეს? თან ჩვენი სიწმინდეები და ისტორიული მიწები რომ არის?“, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები