“მოლაპარაკებებისთვის სივრცის დატოვება არის სწორი, ოპოზიციამ მოლაპარაკებები უნდა გააგრძელოს და შემოვიდეს პარლამენტში” – ლევან იოსელიანი

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გახანგრძლივებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა.
„მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებებისთვის სივრცის დატოვება არის სწორი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი ჩიხში შევიდოდა. მგონია, რომ ოპოზიციამ მოლაპარაკებები უნდა გააგრძელოს და დაასრულოს ისე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ ეს – შემოვიდნენ პარლამენტში, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება,“ – აღნიშნა იოსელიანმა.
დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს არ შეუწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები