„შეხვდი მეცნიერს“ – „კირილე ზდანევიჩი. პერსონა და არტეფაქტები“
5 თებერვალს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კურატორთან, ნანა შერვაშიძესთან შეხვედრა გაიმართება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მეცნიერი ისაუბრებს პროექტზე „კირილე ზდანევიჩი. პერსონა და არტეფაქტები“, რომლის ფარგლებშიც, მისივე ავტორობით, ახლახან გამოიცა ამავე სახელწოდების წიგნი მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
წიგნში ფართოდაა წარმოდგენილი ტექსტუალური (სამეცნიერო-კვლევითი ტექსტები, საარქივო დოკუმენტაცია, მემუარულ-საინფორმაციო მასალა) და ვიზუალური (მისი შემოქმედების შეძლებისდაგვარად სრული კატალოგი-ფერწერა, გრაფიკა, წიგნის მხატვრული გაფორმება, თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნება, გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოარქივი) მასალა, რომელიც საქართველოს, რუსეთის, ევროპისა, ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუციებსა და კერძო კოლექციებშია დაცული და აქამდე, შეუსწავლელი და გამოუქვეყნებელი იყო.

კირილე ზდანევიჩის შემოქმედება მოდერნისტული ხელოვნებისთვის ზოგადად დამახასიათებელ მულტინაციონალურ და მულტიკულტურულ ბაზისზე ყალიბდებოდა და ვითარდებოდა. მხატვრული ტრადიცია და ავანგარდული ნოვაცია აქ ურთიერთსინთეზირებდა. მრავალი ენა და კულტურა ერთ ორკესტრად ერთიანდებოდა. ტფილისში თავისთავად იდო ზდანევიჩების ყველაფრობისა (Всёчество) და ორკესტრული ფერწერის პრინციპი. კირილე ზდანევიჩის ხელოვნება ერთდროულად არის ძალიან ქართული და, ამავე დროს, თავის თავში აერთიანებს სხვადახვა კულტურული ტრადიციების ზოგად იდეებს. ბობოქარი ისტორიული ეპოქის ნებისმიერ მონაკვეთში და ხელოვნების ნებისმიერ დარგში ზდანევიჩი მუდამ დიალოგში იყო ზოგად კულტურულ პრობლემატიკასთან.
პროექტმა „კირილე ზდანევიჩი. პერსონა და არტეფაქტები“ გაიმარჯვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში – „სახვითი ხელოვნების სფეროში წიგნი -ალბომების გამოცემის ხელშეწყობა“ (2020).
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება.
შეხვედრაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/3tcxv4V
შეხვედრაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/3tcxv4V