სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული ვაქცინით მოსახლეობის აცრის ნებართვა გასცა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით “სპუტნიკV”-თი მოსახლეობის აცრის ნებართვა გასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გაცემულია რუსეთში პრეპარატის სამი ფაზის ცდების შედეგად, სომხეთში დამატებითი გამოკვლევის გარეშე.

ამჟამად, რუსული ვაქცინა დარეგისტრირებულია ბელორუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანში, გვინეის რესპუბლიკასა და ტუნისში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები