თინა ბოკუჩავა: პარლამენტში შესვლა ვისაც სურდა და საბაბს ეძებდა, უკვე შევიდა
“პარლამენტში შესვლა ვისაც სურდა და საბაბს ეძებდა იმისთვის, რომ ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტში შესულიყო, უკვე შევიდა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ ტელეკომპანია “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ფაქტი ერთპარტიული პარლამენტის მოცემულობას ვერ ცვლის.
“პარლამენტში შესვლა ვისაც სურდა და საბაბს ეძებდა იმისთვის, რომ ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტში შესულიყო, უკვე შევიდა და ამით ვერ შეცვალა ერთპარტიული პარლამენტის მოცემულობა იმიტომ, რომ ისინი თავად “ქართულ ოცნებაში” შევიდნენ პოლიტიკური შეთანხმების არარსებობის პირობებში, მათი ამ გადაწყვეტილებით. სხვა პარტიები ოპოზიციურ სპექტრში, არ აპირებენ შევიდნენ ივანიშვილის პარლამენტში, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად არის ფორმირებული”, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.