„ლურჯი ყვავილები და თავის ქალები“ – ტაკაში მურაკამი
1962 წლის 1 თებერვალს, ტოკიოში ტაკაში მურაკამი დაიბადა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ფეისბუქგვერდზე მხატვრის ნამუშევრის ფოტოს აქვეყნებს.
„თანამედროვე იაპონელი მხატვარი 1990-იანი წლების ნეოპოპის ერთ-ერთი წამყვანი მიმდევარია. საკუთარ შემოქმედებაში ტაკაში ხშირად მიმართავს ანიმესა და მანგას ესთეტიკას, რომელიც იაპონური პოპ-კულტურის საფუძველს წარმოადგენს (პოკემონები მისი უსაყვარლესი პერსონაჟებია). ისევე, როგორც ენდი უორჰოლი, ის დიდ დროსა და ენერგიას უთმობს საკუთარი ბრენდის შექმნასა და პოპულარიზაციას. ამ მიზნით მურაკამი ხშირად თანამშრომლობს განთქმულ დიზაინერებთან. მაგალითად, არტისტს წარმატებული კოლაბორაცოა ჰქონდა Louis Vuitton-თან.
„ლურჯი ყვავილები და თავის ქალები“ – მურაკამის ერთ – ერთი იმ ნამუშევართაგანია, რომელიც მის სხვა ინსტალაციებს, ნახატებსა და ქანდაკებებს ასახავს. მომღიმარი გვირილები და თავის ქალები მის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება. მურაკამის ხელოვნებამ თანამედროვე ხელოვნების სამყაროში ნაწილი აღაფრთოვანა, თუმცა მის სახელს კრიტიკაც ბევრი ახლდა. მურაკამი აერთიანებს იაპონურ პოპ-კულტურასა და იაპონიის მდიდარ მხატვრულ მემკვიდერობას, არტისტი ეფექტურად შლის კვალს მათ შორის“.
სურათზე: ტაკაში მურაკამი. „ლურჯი ყვავილები და თავის ქალები“. 2012.