“გლოვოს” კურიერების აქცია დასრულდა – “შეთანხმება შედგა, მუშაობას კურიერები დღეიდან აღადგენენ”
“შეთანხმება შედგა, მუშაობას კურიერები დღეიდან აღადგენენ”, – ამის შესახებ ,,გლოვოს” კურიერების ხელმძღვანელმა პირმა, ლევან ჯიხვაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯიხვაშვილი გაფიცულ თანამშრომლებთან აქციაზე მივიდა და მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. მისივე თქმით, კურიერებს ბონუსები უკვე ხვალიდან ჩაერიცხებათ.
“კურიერების პირობების განხილვა მიმდინარეობს. 10 თებერვალს პასუხი იქნება, თუმცა, მანამდე იქნება საათობრივი ბონუსები და ის ეტაპობრივად ჩაირთვება. შეთანხმება შედგა. მუშაობას კურიერები დღეიდან აღადგენენ”, – განაცხადა ლევან ჯიხვაშვილმა.
ცნობისთვის, კომპანია “გლოვოს” კურიერები დღეს გაიფიცნენ და სპორტის სასახლესთან აქცია გამართეს.