ანრი ოხანაშვილი “კარტოგრაფების საქმეზე”: რაზე დაყრდნობით უნდა თქვას ვინმემ, რომ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაპატიმრებული?! 

საფუძველი ხომ უნდა გვქონდეს, რომ ვთქვა, რომ ვინმე პოლიტიკური პატიმარია? რაზე დაყრდნობით უნდა თქვას ვინმემ, რომ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაპატიმრებული – ვის რა ინტერესი ჰქონდა კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში?! – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, კარტოგრაფების ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ერთი აღკვეთის ღონისძიების სხვა აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა არც პირის გამართლებას ნიშნავს და არც იმას, რომ სახელმწიფო ბრალდება აღარავის ედავება.

“საკითხს შემდეგნაირად შევხედოთ: – როდესაც საქმე სასამართლოში წარიმართება და როდესაც პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, ეს პატიმრობა გარკვეულ ვადაში გადასინჯვას ექვემდებარება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შუამდგომლობის დაყენება ხდება, როცა პროკურატურამ უნდა განსაზღვროს არსებობს თუ არა მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მოწმეებზე ზემოწმედების საფრთხე და ამის მიხედვით იშუამდგომლოს, თუ რა ტიპის აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს სასამართლოსგან. აი, ამ პროცესთან გვაქვს ჩვენ საქმე იურიდიული თვალსაზრისით“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები