შილდაში სატვირთოს ნასვამმა მძღოლმა არასრულწლოვანი იმსხვერპლა და ადგილიდან მიიმალა – შსს-მ 24 წლის მამაკაცი დააკავა

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანი, 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

ბავშვი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმების შედეგად დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც 24 წლისაა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, ის პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მალევე დააკავა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები