ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ სახელმწიფოს, ქვეყნის, სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტი, მისი მმართველობის შედეგია, რომ ქვეყანაში გვაქვს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა

„ყველა გამარჯვება რომელიც ჩვენმა გუნდმა, მოიპოვა ამ წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. 2012 წლის 1 ოქტომბერი არ შედგებოდა ბატონი ბიძინას გარეშე. ყველა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიგო, რა თქმა უნდა, არის ბატონი ბიძინას დამსახურება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რადიო „იმედში“ გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ სტუმრობისას.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა გუნდის გამოწვევად და გამოცდად შეაფასა.

„ეს არის გამოცდა, როდესაც ასეთი მასშტაბური ლიდერი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, მიდის პოლიტიკიდან, მაგრამ ტოვებს გუნდს და მისივე შეფასებით, გუნდი არის დაკომპლექტებული კვალიფიციური, კომპეტენტური ლიდერებისგან, რომლებიც ადეკვატურად უპასუხებენ ყველა გამოწვევას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ეს იქნება საშინაო თუ საგარეო გამოწვევები და ეს არაერთგზის დავამტკიცეთ ჩვენი მუშაობით”,-აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გუნდის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის შედეგზე, რაც ქვეყნის გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას გულისხმობს. „ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას უამრავი გამოწვევა და სირთულე. ბატონი ბიძინას წასვლის შემდეგ გაათმაგდა ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. ბატონი ბიძინა იყო არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ სახელმწიფოს, ქვეყნის, სტაბილურობისა და სიმშვიდის გარანტი. სწორედ მისი მმართველობის შედეგია, რომ ქვეყანაში გვაქვს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. გადაცემაში სტუმრობისას თავდაცვის მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის მთავარ მიღწევაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი დემოკრატიული ინსტიტუტები და ის მყარი საფუძველია, რომელიც მან ქვეყანაში შექმნა.

„ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და მიღწევაა, დემოკრატიული ინსტიტუტები და ის მყარი საფუძველი, რომელიც მან შექმნა ამ ქვეყანაში. ევროკავშირის მიმართულებით უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი, რომელიც ყველამ ერთად გამოვცადეთ, ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას, ვიზა ლიბერალიზაციას, რომლის საფუძველზე ჩვენ უვიზოდ ვმოგზაურობთ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა, მას შემდეგ, რაც იგი გავიდა პოლიტიკიდან, არის გამართული დემოკრატიული ინსტიტუტები, უწყებები, დაბალანსებული ძალაუფლება და ხელისუფლება, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარებისთვის. ერთ კაცზე აგებული მმართველობა დაამსხვრია ბიძინა ივანიშვილმა. დღეს გვაქვს ჰარმონიული ბალანსი, რომელიც დატოვა ბიძინა ივანიშვილმა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები